ტოჩინოშინის რევანში

12 სექტემბერი 2018, 00:00 2558 ნახვა

დღეს, ტოკიოში, აკი ბაშოს IV სატურნირო დღის შეხვედრები გაიმართა. ქართველმა სუმოტორიმ ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მიმდინარე ტურნირზე რიგით მესამე გამარჯვება მოიპოვა. 
გორგაძის მეტოქე მონღოლი კომოსუბი ტამავაში იყო - ეს ის სუმოტორია, რომელთან ორთაბრძოლისას, წინა ბაშოზე ტოჩინოშინმა ტრავმა მიიღო და ბაშოზე ასპარეზობა შეწყვიტა. 
პირველი შეჯახების დროს, სუმოტორები ერთდროულად დაეცნენ დოჰიოზე, მსაჯთა კონსილიუმის გადაწყვეტილებით ბრძოლა თავიდან შედგა, რის შემდეგაც ლევანმა გამარჯვება ცუკიოტოშით შეძლო. 
IVდღის შემდეგ ტოჩინოშინს ორთაბრძოლების ბალანსი 3:1-ზე აქვს. 
ხვალ, ლევანის მეტოქე იაპონელი სუმოტორი, წინა ბაშოს გამარჯვებული, იაპონელი სეკივაკე მიტაკეუმი იქნება, რომელთანაც ქართველს ურთიერთშეხვედრების ბალანსი 5:2-ზე აქვს.

ჯურიო ლიგაში მოასპარეზე თეიმურას ჟუღელი (გაგამარუ) კი ენჰოსთან დამარცდა. გაგამარუს მიმდინარე ტურნირზე ურთიერთშეხვედრების ბალანსი უარყოფითი აქვს - 1:3

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში