კალაძე:ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, რაც ფეხბურთისგან შორს არის

09 სექტემბერი 2018, 00:00 1562 ნახვა

„თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ – სამოქალაქო, პოლიტიკური პოზიცია, კონფრონტაციისა თუ პროვოკაციის სურვილი, ყველაფერი, რაც შორს არის სპორტისგან და არეულობის, სირცხვილის მომტანია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც საქართველო - ლატვიის საფეხბურთო მატჩამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა. 

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ დღევანდელ თამაშზე ბევრი ადამიანი მოვა და საქართველოს ნაკრები შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებს.

ამავე კატეგორიაში