საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

22 ივლისი 2016, 00:00 4107 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთის რესპუბლიკაში 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას უფლება აქვს განვითარებული მოვლენების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, როგორც დროის კონკრეტულ მომენტსა და კონკრეტულ არეალში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, შეზღუდოს ან გარკვეული პერიოდით აკრძალოს: ქვეყნიდან გასვლა და ქვეყანაში შემოსვლა; ქუჩაში გასვლა და გადაადგილება; ქვეითად ან ტრანსპორტით თავისუფლად გადაადგილება; განახორციელოს პიროვნებების პირადი შემოწმება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნივთების შემოწმება, ჩამორთმევა და მათი მტკიცებულების სახით კონფისკაცია; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების კონტროლი, ასევე, დააწესოს ცალკეულ რეგიონებში შესასვლელად სპეციალური საშვების წარმოდგენის აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, საგარეო უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, არსებული გარემოებები გაითვალისწინონ. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში