ბათუმის სანაპიროზე ღამით მოსალოდნელია წვიმა და ქარი 

06 სექტემბერი 2018, 00:00 9015 ნახვა

დღეს, 6 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებას გრილი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს, რის გამოც ღამით ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება. 

ბათუმის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ქვეყნის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილზე, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი სეტყვა.

ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს, ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3 ბალი, ბანაობა აიკრძალება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში