მომდევნო პლენარულ სხდომაზე უმაღლესი საბჭო სავარაუდოდ აჭარაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის დანიშვნის საკითხზე იმსჯელებს.
საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა უმაღლეს საბჭოს კახაბერ კირტავას კანდიდატურა წარუდგინა. კირტავა ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელია. საკითხის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას დავით ბაციკაძემ მხარი არ დაუჭირა.