5 და 6 სექტემბერს შემოდგომის პირველი ყველაზე ცხელი დღეები იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობზე +36 გრადუსამდე მოიმატებს, სანაპირო კურორტებზე კი +33 გრადუსამდე დაცხება.
ამავდროულად, პერიოდულად გაძლიერდება აღმოსავლეთის ცხელი ქარი 17-22 მეტრ წამამდე.
ხვალ ბათუმში, მზიანი ამინდს პროგნოზირებენ. ღამით +22, დღისით კი +33 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება.
ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია, რაც ბანაობისთვის იდეალურია.
სანაპირო ზოლში ცხელი და უნალექო ამინდი 7 სექტემბრამდე შენარჩუნდება.