გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ხანძარია.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე გაჩნდა. კორპუსიდან მოქალაქეები დროებით გამოიყვანეს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფება.

თაყაიშვილის ქუჩაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მივიდა. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საცხოვრებელ სახლთან ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც მივიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფოტო: თეკლა მჭედლიძე