ავარიის დროს 8 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია 

30 აგვისტო 2018, 00:00 1942 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბთან. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

ავარიის დროს 8 მგზავრი დაშავდა.  4 საქართველოს, ოთხი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მათ შორის 2  არასრულწლოვანია.  

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაზარალებულები ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მედიკოსების ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სხვა დაზარალებულებს, პაციენტებს სხეულზე ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდათ. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი