''ღამის სერენადები'' გრძელდება 

29 აგვისტო 2018, 00:00 1932 ნახვა

მუსიკალური ფესტივალი ,,ღამის სერენადები“ გრძელდება.  გუშინ მსმენელის წინაშე კამერული ორკესტრი ,,საქართველოს ვირტუოზები“ წარსდგა. მსოფლიო კლასისკის შედევრებს ცნობილი მუსიკოსები ასრულებენ მათ შორის :პიანისტი ალექსანდრე კორსანტია, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, მევიოლინე გია იაშვილი და გეზა ჰოსზუ ლეგოცკი.

დღეს ,,ტანგოს საღამო“ გაიმართება, რითაც ბათუმის კონცერტები დასრულდება.

 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო საღამოები თბილისში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს. ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა.

ამავე კატეგორიაში