ბათუმში, ახალ ბულვარში BMW-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მანქანა გაჩერებული იყო. მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.