„ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულების პროცესი ხვალ განახლდება

19 აგვისტო 2018, 00:00 1383 ნახვა

ლეოგრანდის“  საქმეზე  დაკავებული ორი პირის  სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება.სხდომა ბათუმის საქალაქო  სასამართლოში 16 საათზეა ჩანიშნული.  მოსამართლე   ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის  ეტაპზე  მოწმეებს   მოუსმენს.

სასტუმროს   თანამშრომლებს,   გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იავუზს გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება.   ხანძარი   ყოფილ  სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასული წლის  24 ნოემბერს გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების შედეგად  11 ადამიანი  დაიღუპა, 21-მა   კი სხეულის დაზიანება მიიღო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი