გერმანიის კანცლერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა

19 აგვისტო 2018, 00:00 1290 ნახვა

23 აგვისტოს საქართველოს ანგელა მერკელი ეწვევა. გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით საქართველოს შემდეგ გერმანიის კანცლერი  სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. იგი სამხრეთ კავკასიაში 25 აგვისტოს ჩათვლით დარჩება.

მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები, ასევე ევროპული და საგარეო პოლიტიკის საკითხები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით ქვეყანას გერმანიასთან თანამშრომლობის ყველა დონეზე უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა აქვს, ლევან იზორია აღნიშნავს, რომ გერმანია ნდობის ფონდში საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.

ამავე კატეგორიაში