სასტუმრო ''ველმონდი'' და სამორინე დაილუქა

17 აგვისტო 2018, 00:00 4015 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სასტუმრო ''ველმონდი'' და სამორინე, რამდენიმე წუთის წინ დალუქეს.

საქართველოში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასტუმრო ამ ფორმით წყვეტს მუშაობას. 

სამორინეს შესავლელ კარზე სპეციალური ამკრძალავი ნიშნები განათავსეს. 

შენობიდან ტურისტები მთელი დღის განმავლობაში გაყავდათ. ისინი სხვადსხვა სასტუმროში გადაანაწილეს. 

ობიექტი უკვე დატოვა მომსახურე პერსონალმაც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო „ველმონდის'' ადმინისტრაციას სასტუმროდან ტურისტების გასაყვანად და ობიექტის დასახურად 48 საათიანი ვადა მისცა. დრო დღეს 18 საათზე ამოიწურა. 

''სპეციალისტებმა 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ''ველმონდში'' სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას'' - ნათქვამი იყო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. 

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი