ახვლედიანის ქუჩაზე კორპუსის ასაშენებლად გამოცხადებული აუქციონი შედგა

17 აგვისტო 2018, 00:00 2096 ნახვა

ბათუმის მერიამ ინვესტორი იპოვა, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის ტერიტორიაზე, ახალ, მცირე ზომის კორპუსს ააშენებს.

დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული დღეს, 17 აგვისტოს გამოვლინდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა. თვითმმართველობაში კომენტარს რამდენიმე საათში გააკეთებენ.  

აუქციონზე, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე 5 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი იყო გატანილი. აუქციონი სამჯერ ჩავარდა. პირობის თანახმად დაინტერესებულ პირს, გადაცემულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის შენობა და ახვლედიანის  N12-ში 7 724 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, ცხრა ოჯახისთვის, საცხოვრებელი სახლი უნდა აეშენებინა. 

ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქება 10 დეკემებერს მოხდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. 9 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 45 ბინა კი დაზიანდა.

დაზიანებული სახლის დემონტაჟი იანვარში დასრულდა. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, სახლი აღდგენას არ ექვემდებარებოდა. აფეთქების შედეგად შენობის ძირითადმა ნაწილმა, მესამე-მეოთხე ხარისხის დაზიანება მიიღო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი