მერიამ სოციალური პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს სარემონტო სამუშაოებისთვის ვაუჩერებიც გადაეცემათ.
ვაუჩერი სულ 617 სოციალურად დაუცველ ოჯახზეა გათვალისწინებული. პროგრამა ,,მოწყვლადი სოციალური კატეგორიისთვის მინიმალური სოციალური პირობების ფარგლებში“ ხორციელდება. რისთვისაც ბიუჯეტიდან 617 ათასი ლარია გათვალისწინებული.