ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა

02 აგვისტო 2018, 00:00 1976 ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.   კომისიამ ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა. ცესკოს ინფორმაციით, მათ 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ასევე, ცესკოს მიერ განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სხდომაზე ცესკომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის კანდიდატის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობაც დაადგინა. პოლიტიკური გაერთიანებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 25 923 ამომრჩევლის ხელმოწერით.

იწყება პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მომართვისა და კანდიდატების რეგისტრაციის პროცესიც. გარდა ამისა, აკრედიტაციის მსურველ ორგანიზაციებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს რეგისტრაციის გავლის მიზნით შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საარჩევნო კომისიებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი