მოქალაქე, რომელმაც პროტესტის ნიშნად მთავრობის სახლთან ხეზე ხელი მიიჭედა, სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია

27 ივლისი 2018, 00:00 3212 ნახვა

მოქალაქე, რომელმაც პროტესტის ნიშნად მთავრობის სახლთან ხეზე ხელი მიიჭედა, სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია. ვასილ ტაკიძის განცხადებით მან ამ ფორმით ზღვის სანაპიროზე საფრენი საშუალება "დელტაპლანის" გამოყენების აკრძალვა გააპროტესტა.

ვასილ ტაკიძის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ მას მუშაობა აუკრძალა.  მოქალაქე მთავრობას სთხოვს, რომ ხელი შეუწყოს ტურიზმის სფეროში მომუშავე პირებს და საქმეზე დროული რეაგირება მოახდინოს.  

ჩვენ დავუკავშირდით “საქაერონავიგაციას.” თუმცა პრესსამსახურის პირობის მიუხედავად ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ მიგვიღია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი