ნინო ნიჟარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა 

27 ივლისი 2018, 00:00 2948 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ სამი მოადგილე ძველ პოზიციაზე დატოვა, პირველ მოადგილედ კი ნინო ნიჟარაძე დანიშნა.   ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სამინისტროში დაუდასტურეს. 

დღემდე, ის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი იყო. ნინო ნიჟარაძე აღნიშნულ პოზიციაზე ზაალ მიქელაძემ, 2017 წლის 10 იანვარს დაინიშნა. 1999 წლიდან კი ცენტრში  სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 

ნიჟარაძემ რუსუდან შავიშვილის ჩაანაცვლა. 

რაც შეეხება, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სხვა მოადგილეებს, მათ საკადრო ცვლილებები არ შეხებიათ. ზურაბ თენიეშვილი კვლავ სოციალურ მიმართულებას უხელმძღვანელობს, ის მინისტრის მოადგილედ 2014 წელს დაინიშნა. ნონა გალოგრე მინისტრის მოადგილის პოზიციაზე 10 წელია მუშაობს.  

რამაზ ჯინჭარაძე კი უწყებაში 2004 წელს დასაქმდა. მინისტრის მოადგილედ კი 2009 წელს დაინიშნა. 

ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას. პოზიცია ვაკანტურია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი