საგარეო საქმეთა სამინისტრო: ''კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი''

18 ივლისი 2016, 00:00 3763 ნახვა

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლებნთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუსთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძესა  და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუს  შორის შეხვედრა გაიმართა.  ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იყო წარმოდგენილი,  განცხადებები კი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ყველა დასმულ კითხვაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის საუკეთესო თანამშრომლობა არის ყველა მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზე, და მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შესაბამის ფორმატებში. 

ამავე კატეგორიაში