ბათუმის დელფინარიუმში სელაპი დაიბადა

25 ივლისი 2018, 00:00 2844 ნახვა

​ბათუმის დელფინარიუმის ფეხფარფლიანთა განყოფილებაში მატებაა, 10 ივლისს, სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში, პედროსა და მარის, პატარა სელაპი შეეძინათ. მამა პედრო 13  წლისაა, დედა კი 12-ის. 

დედა და შვილი მათთვის სპეციალურად მომზადებულ სივრცეში არიან, სადაც  მწვრთნელებისა და ვეტერინარის 24- საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. 


ახალშობილი მამრი, რომლის წონა 5-7 კგ-ია, სრულიად ჯანმრთელია.  პატარა და დედა თავს შესანიშნავად გრძნობენ. ჩვილი სელაპი დედის რძით დაბადებიდან 6-8 თვის განმავლობაში იკვებება. ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრში, ეს ნამატის პირველი შემთხვევა არაა.

გახსნის დღიდან, ანუ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ბათუმის დელფინარიუმში  7 ზღვის ლომი დაიბადა.
 


[ფოტო/ვიდეო: ბათუმის დელფინარიუმი]

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი