აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,, არსიანი’’ გასტროლისთვის ემზადება. ქორეოგრაფიული ჯგუფი 27 ივლისს სტამბოლში კონკურს- ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მე-19 საერთაშორისო კულტურისა და ხელოვნების ფესტივალზე წელს 27 ქვეყანა წარსდგება. მაღალი შეფასების მქონე ჯგუფი და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ფულად ჯილდოს მიიღებენ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            