კამპანია “ეს შენ გეხება” საკუთარ მოდელს წარადგენს

15 აპრილი 2016, 00:00 3438 ნახვა

კამპანია ”ეს შენ გეხება” ფარული თვალთვალისა და მიყურადების საკუთარ მოდელს წარადგენს. მესამე სექტორის ინფორმაციით, ახალი კონცეფციის მიხედვით გამოირიცხება ინტერესთა კონფლიქტი იმ უწყებასთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელებს თვალთვალს და მიყურადებას. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ექნება ე.წ. გასაღები. მათივე  თქმით, ამ ორგანოზე კონტროლი უნდა განახორციელონ პარლამენტმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა. შეგახსენებთ, გუშინ საკონსტიტუციო სასამრთლომ “ეს შენ გეხებას” სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლომ   გაითვალისწინა  მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, სატელეფონო საუბრებისა და ინტერნეტკავშირებზე მიყურადების შესაძლებლობა კონსტიტუციის მეთექვსმეტე და მეოცე მუხლებით გარანტირებულ, პირადი ცხოვრების უფლებას ეწინააღმდეგება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი