ბახტაძის მინისტრთა კაბინეტი

14 ივლისი 2018, 00:00 1724 ნახვა

საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში სულ 10 მინისტრი და ერთი - სახელმწიფო მინისტრი იქნება. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში სამი ახალი სახეა – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ქობულია და ფინანსთა მინისტრად ივანე მაჭავარიანი.

მინისტრთა კაბინეტში იქნებიან ასევე: საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი; თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია; იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი