მიკროავტობუსებით გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღება

14 ივლისი 2018, 00:00 1732 ნახვა

სამარშრუტო ტაქსის მძღოლების პროტესტიდან 16 დღის შემდეგ, მერიამ დაანონსებული კონკურსი ოფიციალურად გამოაცხადა.  ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღება, 30 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით მერიის შენობაში იწარმოებს. მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება კი, 10-დან 17 აგვისტოს ჩათვლით “მეტრო” ავტოსადგურის ტერიტორიაზე მოხდება. მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანაზე კონკურსი იმ სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადდა, რომლებზეც მოძრაობის ახალი სქემები და ინტერვალები საკრებულომ დაამტკიცა.

  შეგახსენებთ ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლები 28 ივნისს გაიფიცნენ ისინი  სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაციას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ მერია მათ სამსახურის გარეშე ტოვებდა. რამდენიმე დღეში, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მძღოლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მოგვიანებით კი, განაცხადა, რომ მოლაპარაკება შედგა. მერმა, 2 ივლისს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ მგზავრთა გადამყვან კომპანიებს არჩევანის სრული თავისუფლება აქვთ. მათზეა დამოკიდებული ხაზების შემცირების შემდეგ, 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავლენ, დღე ჩაგდების პრინციპით იმუშავებენ, თუ რაიმე სხვა ალტერნატიულ საშუალებას გამოძებნიან.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი