საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს სამიტის ფარგლებში ამერიკის პრეზიდენტს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა იყო: ორმხრივი პატრნიორობის გაძლიერება, რუსეთის ფაქტორი და საქართველოს ინტეგრაცია ნატოში.
მოგვიანებით კი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. სამიტის ერთობლივი კომუნიკეს შემდეგ, როგორც დაგეგმილი იყო საქართველოს შესახებ ალიანსმა ცალკე დეკლარაცია მიიღო.
8 პუნქტიან დოკუმენტში ნატოს ლიდერები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაში გზავნილებია რუსეთის მისამართით.