ბათუმში ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის მესამე სამუშაო შეხვედრა დაიწყო. მისი შექმნის ინიციატორი 2016 წლის ოქტომბერში ბრიუსელში გამართულ აღმოსავლეთის პარტნიორობის მინისტერიალზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იყო.
შეხვედრაზე საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა ჩვენს მოქალაქეებს ჯანმრთელობის ისტორიის ელექტრონული ბაზის შექმნის საშუალებას აძლევს, რომლის მეშვეობით ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში მოხვედრისას ჯანდაცვის მომსახურებისას მედიცინის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პაციენტის ისტორიას.