ფილმის ჩვენება

16 ივლისი 2016, 00:00 3198 ნახვა

ლეგენდარული მაილს  დევისის  ცხოვრების  დეტალები ექსკლუზიურად   ქართველი მაყურებლისთვის. `მაილს  ეჰედ” - ასე ქვია მხატვრულ ფილმს, რომელიც  მუსიკოსის  შესახებ გადაღებული ფილმებიდან  ერთადერთია, რომელიც მისმა  ოჯახის  წევრებმა მოიწონეს. ფილმის  ჩვენება ბათუმში  სპეციალურად დაამთხვიეს  კონცერტს, რომელზეც დღეს მაილს  დევისის ბენდის  წევრები  დაუკრავენ. `მაილს  ელექტრიკ ბენდი” თერთმეტკაციანი შემადგენლობით უკვე ბათუმშია  და კონცერტისთვის  ემზადება. მათთან ერთად  არის  ვინს უილბერნი- მაილს  დევისის დისშვილი და  მასზე  გადაღებული მხატვრული ფილმის  ერთ- ერთი  ავტორი.  ფილმის  ჩვენების დასრულების  შემდეგ უილბერნიმ , როგორც  მაილს  დევისის ოჯახის  წევრმა მაყურებლის   შეკითხვებს  უპასუხა. მისი  თქმით ფილმი  გამორჩეული იმითაც  არის, რომ ის  ყველაზე  დაბალბიუჯეტიანია,  გადაღებების  დაფინანსება  კი თავაინთ  ტავზე  აიღეს  ცნობილმა   ადამიანებმა. მაილს დევისის როლის  შემსრულებელმა   დინ ჩადლიმ  ფილმში  უსასყიდლოთ ითამაშა. მაილს  ელექტრიკ ბენდის კონცერტი ჯაზ ფესტივალის  ფარგლებში ბათუმის კორტებზე  დღეს 9 საათზეა  დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში