24-საათიან რეჟიმში მუშაობენ საგანგებო სამსახურები იაპონიაშიც, სადაც კოკისპირული წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ და მეწყერმა ასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დაკარგულთა სიაში კი ათობით ადამიანი ირიცხება.
მაშველები ტალახსა და ნანგრევებს წმენდენ, რათა გადარჩენილები იპოვონ. უხვმა ნალექმა იკლო ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში, რომლებიც გასულ კვირაში კოკისპირული წვიმების შედეგად მთლიანად დაიტბორა.
მეტეოროლოგთა პროგნოზით, რეგიონში 30 გრადუსიანი სიცხეა მოსალოდნელი, რაც შუქისა და წყლის გარეშე დარჩენილ რაიონებს თბური დარტყმის საფრთხეს უქმნის. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სიძო აბემ მთავრობის საგანგებო სხდომაზე სამძებრო და სამაშველო ოპერაციაში თავდაცვის დამატებითი ძალების ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო.