ბათუმში მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს

06 ივლისი 2018, 00:00 1738 ნახვა

ბათუმში მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს,  ისინი მოითხოვენ ე.წ კომპენსირებული დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემას და ასეთ შემთხვევაში ისინი მზად არიან 2006 წელს  მათთვის გადაცემული 7000 დოლარი უკან დააბრუნონ.  ისინი მიიჩნევენ, რომ არათანაბარ მდგომარეობაში არიან სხვა დევნილებთან მიმართებაში, რომლებიც ხელისუფლებამ ბინებით უზრუნველყო.

დევნილები თქმით, სიტყვიერად დაპირდნენ, რომ   მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდნენ, მაგრამ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ლტოლვილთა და დევნილთა განსახლების სამინისტრომ დევნილებს წერილობით უარი განუცხადა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი