დიდი ოდენობით იარაღის ამოღების საქმე-ბრალდებული დაკითხვას ითხოვს

02 ივლისი 2018, 00:00 2594 ნახვა

დიდი რაოდენობით იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თურქეთის მოქალაქე ფემბე ოზლუნმა სამართალდამცავებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ ნამდვილ დამნაშავეებს დაასახელებს.

ბრალდებულის განცხადებით იგი არავის დაუკითხავს, იარაღი მას არ ეკუთვნის და რატომ ზის ციხეში არ იცის. პროკურორ პაატა ცეცხლაძის განცხადებით, დაკავებისას პოლიციას ოზლუნმა  დუმილის უფლება გამოიყენა.

ოზლუნის თქმით ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მთავარი მოწმე, ნუკრი მეგრელიშვილი, რომლის საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთში აღმოაჩინეს ფემბე ოზლუნი „კუთვნილი“ იარაღი, ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

ადვოკატის განცხადებით, ფემბე ოზლუნი გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ გამოკითხულა. დაცვის მხარემ უკვე 15 დღეა შეიტანა  დაკითხვის მოთხოვნაზე განცხადება, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ. პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ დღეს მედიასთან განცხადება არ გააკეთა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი