პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო

02 ივლისი 2018, 00:00 1811 ნახვა

დღეიდან პირველკლასელთა   რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე რეგისტრაცია სკოლებში  ხორციელდება. მოსწავლის ჩასარიცხად  კი  მშობელმა საგანმანათლებლო დაწესებულებაში აუცილებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

დღეის მდგომარეობით ბათუმის საჯარო სკოლებში მხოლოდ 147  თავისუფალი ადგილია.  პირველ და მეორე ეტაპზე 2 ათას 500-ზე მეტი მოსწავლე  დარეგისტრირდა, თუმცა ამ ეტაპების დასრულების შემდეგ 70- მდე თავისუფალი ადგილი დარჩა.  ბათუმის რესურსცენტრის უფროსის განცხადებით, რეგისტრირებული მოსწავლეების მშობლებმა  საჭირო საბუთები აღარ წარადგინეს, სავარაუდოდ, მათ კერძო სკოლებში დაარეგისტრირეს შვილები.

გოჩა დავითაძის თქმით, 1- ელ, მე-2, მე-3, მე-6 და მე-8 საჯარო სკოლებში  ყველა ადგილი  შევსებულია. ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება. აჭარის  სხვა მუნიციპალიტეტებში კი დაახლოებით 1500 ვაკანტური ადგილია.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი