ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი

01 ივლისი 2018, 00:00 1649 ნახვა

დღეიდან, ყველა სახელმწიფო უწყებისა და იურიდიული პირის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა სავალდებულო წესით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უნდა გაიარონ. ავტომობილები ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის  მიხედვით. მაგალითად თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა 2013 წლის 28 ოქტომბერსაა გაცემული, მას ინსპექტირება 2019 წლის 28 ოქტომბრამდე უნდა გაატარონ. ვადის გასვლის შემდეგ ავტომობილი დაჯარიმებას დაექვემდებარება.

ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში,კი პერიოდული ინსპექტირება განხორციელდება რეგისტრაციის შემდგომ 30 კალენდარული დღის განმავლობაში.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ინსპექტირების შეუფერხებელი გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ აკრედიტებულ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ისევე გაივლიან, როგორც სხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მარჯვენასაჭიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2018 წლის პირველი იანვრიდან, აღნიშნული თარიღის შემდეგ ვერ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჭის მართვის სისტემაში დამატებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი