მერიის წინ გაფიცული მძღოლების ნაწილთან საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ემზარ ქავჟარაძე მივიდა და მძღოლებს მოლაპარაკება შესთავაზა. მისი განცხადებით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ქალაქში არ იმყოფება, ამიტომ გაფიცულებს ვიცე მერი შეხვდება. შეხვედრაზე ქავჟარაძემ 5 მძღოლი მიიწვია, თუმცა ამ წინადადებას ხმაური და არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა აქციი სმონაწილეებისგან.
მძღოლების ნაწილი ითხოვდა, რომ შეხვედრა გარეთ შემდგარიყო, ხოლო ნაწილი ამბობდა, რომ უნდა შესულიყვნენ შეხვედრაზე.
საბოლოო ჯამში, 10 მძღოლი შევიდა ვიცე მერტან შესახვედრად.