ანტიკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები

14 აპრილი 2016, 00:00 4059 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის კიდევ ერთი გადაწყვეტილება ცნო ანტიკონსტიტუციურად. საქმე ეხება "ეს შენ გეხებას" სარჩელს, საკანონმდებლო ორგანოს 2014 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ე.წ-ულ მოსმენების გასაღებზე წვდომის უფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს. სასამართლოს გადაწყვტილება განპირობებულია, იმით რომ სუს-ის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებები რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მასიურად, შეუზღუდავად მოპოვების უფლებას იძლეოდა. ამიტომ სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, სატელეფონო საუბრებისა და ინტერნეტკავშირებზე მიყურადების შესაძლებლობა კონსტიტუციის მეთექვსმეტე და მეოცე მუხლებით გარანტირებულ, პირადი ცხოვრების უფლებას ეწინააღმდეგება. 

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი