სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

14 ივლისი 2016, 00:00 2538 ნახვა

13 ივლისის განკარგულება პრეზიდენტმის ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. რომლის მიხედვითაც გადაყენებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. მთავრობის უფლებამოსილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე განახორციელოს სახელმწიფო რწმუნებულმა და მისმა ადმინისტრაციამ. სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა ზურაბ პატარაძე.  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია კი განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: ლევან გორგილაძე, სულიკო თებიძე, რამაზ ბოლქვაძე და იოსებ აბულაძე. ადმინისტრაცია რეგიონის ოთხივე მინისტრის მოადგილით დაკომპლეტქდა. განკარგულებას ხელს აწერენ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. 

ამავე კატეგორიაში