საპარლამენტო დებატებში სტუდენტური ტურნირი დაიწყო. მასში რეგიონის 70-მდე მოსწავლე და სტუდენტია ჩართული. დებატების დღევანდელი თემა “თავისუფლებაა” და შესაბამისად მონაწილეებს სრული თავისუფლება აქვთ კონკრეტულად რა მიმართულებას აირჩევენ.
ტურნირამდე “აჭარის დებატების კლუბმა” მუნიციპალიტეტების სკოლებსა და უნივერსიტეტებში “დებატების ხელოვნებაში” ტრენინგები ჩაატარა. საპარლამენტო დებატების გამარჯვებულები ხვალ გამოვლინდებიან, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვებენ.