სოფელ კირნათში მდინარე ჭოროხზე ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მდინარეში 6 ადამიანი ჩავარდა. სამაშველო სამსახურის წამორმადგენლები ამბობენ, რომ ნაპოვნია 5 ადამიანი, აქედან სამი გარდაცვლილია, ხოლო ორის მდგომარეობა სტაბილური. რაც შეეხება მეექსვე დაკარგულს, მაშველები მას ამ დრომდე ეძებენ.
წინასწარი ინფორმაციით,უბედური შემხვევის დროს ნავზე 6 ტურისტი იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აჭარის მაუწყებელთან განაცხადეს, რომ საქმის ძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.