აჭარის მთავრობა რეგიონში ახალი სამინისტროების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციებს აგრძელებს. ზურაბ პატარაძე ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებს რა მიმართულებით იმუშავებს ახალი უწყება რეგიონში, გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება ტურიზმის ან ეკომიგრანტების მიმართულებით მომუშავე სამინისტროს შექმნა.
მინისტრთა კაბინეტის შემადგებნლობის გაზრდის საშუალებას რეგიონის მთავრობას, კონსტიტუციაში შესული ცვლილებები აძლევს. აჭარის ახალი კონსტიტუცია ძალაში 24 მაისს შევიდა.