,,ქართული კინოს მუსიკალურ- თეატრალური ინტერპრეტაცია’’- პროექტის პრეზენტაცია ხელოვნების მუზეუმში შედგა. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის, ახალგაზრდულმა საორკესტრო ჯგუფმა მუსიკალური ნომრები 11 კინო- ფილმიდან გააჟღერეს. ორკესტრს მოწვეული დირიჟორი გიორგი აფრიამაშვილი ხელმძღვანელობდა.
ორგანიზატორებს თქმის, მრავალფეროვნებისთვის პროექტში ახალგაზრდა მსახიობებიც ჩაერთვნენ და მუსიკის ფონზე თეატრალური წარმოდგენებიც დადგეს. პროექტის ფარგლებში სულ საორკესტრო ჯგუფმა 20- მდე ნაწარმოები მოამზადა და შეასრულა. 4 ივნისს უკვე ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პროექტის სრული ინტერპრეტაცია მოეწყობა.