სახელმწიფო ანსამბლის ვარსკვლავი გაიხსნა

11 ივლისი 2016, 00:00 6002 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელწიფო აკადემიური ანსამბლი 95 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ ბონის კულტურის სახლთან ანსამბლის ვარსკვლავი და მემორიალური დაფა გაიხსნა. დაფაზე იმ 44 ხელოვანის სახელი და გვარი წერია, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მის ისტორიაში. ამ წუთებში კი ანსამბლთან არსებული საბავშვო და ქორეოგრაფიული ჯგუფების კონცერტი მიმდიანრეობს.    ორ საათში დასკვნითი ღონისძიება  ხელოვნების ცენტრში გაიმართება. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელწიფო აკადემიური ანსამბლი 1921 წელს დაარსდა, პირველი კონცერტი კი მომდევნო წლის 11 ივლისს ჩაატარა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი