რა გახდა 5 წლის ბავშვის დაღუპვის მიზეზი? მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა. კლინიკაში, სადაც მცირეწლოვანს თავდაპირველი სამედიცინო მომსახურება გაეწია, ამბობენ, რომ მკურნალობა მშობლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს.
მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ბავშვი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს.