ტოკიოში, ნაცუ ბაშოს მერვე სატურნირო დღის შეხვედრები გაიმართა. ქართველმა სუმოტორმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება იაპონელ გოლიათთან - სეკივაკე იჩინოჯოსთან მოიპოვა.
ბრძოლა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ორივე სუმოტორმა შეხვედრის დასაწყისში ერთმანეთის მავაშში ხელის ჩავლება მოახერხა და უპირატესობაც გარდამავალი იყო, თუმცა ტოჩინოშინმა მაინც დაჯაბნა მეტოქე და დოჰიოდან ჩვეული ილეთით - იორიკირით გადაიყვანა.
ამ გამარჯვებით, გორგაძემ კაჩი-კოში შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მიმდინარე ბაშოს ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი ბალანსით დაასრულებს.
მერვე დღის შემდეგ, ქართველი სუმოტორი ბაშოზე კვლავ ლიდერობს. ის ერთადერთია ამ მომენტისთვის, ვისაც 100 %-ანი შედეგი აქვს.
თავისი შეხვედრა მოიგო ლევანის კონკურენტმა, ლეგენდარულმა ჰაკუჰომ, რომელსაც ბალანსი 7:1-ზე გაუხდა.
ხვალ, ქართველის მეტოქე მესამე მაეგაშირა დაიეიშო იქნება.
იხილეთ ბრძოლის ვიდეო: https://www.facebook.com/SportClubAjaratv/videos/2012188925687481/