აჭარაში უქმეებზე +31 გრადუსამდე დაცხება  

18 მაისი 2018, 00:00 2265 ნახვა

დღეს და ხვალ აჭარაში, როგორ სანაპირო ზოლში, ასევე მთიან რაიონებში მზიანი ამინდი და +29 - +31 გრადუსია მოსალოდნელი. 

20 მაისს კი დღის ბოლოდან ამინდი შეიცვლება, გაძლიერდება  დასავლეთის ქარი 15-20 მეტრ წამამდე. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 

ხვალ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს. კვირას დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მაღალი ტემპერატურის და მკვეთრი აორთქლების ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.

ორშაბათიდან გრილი და პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში