ბათუმის ბაზარში ქედაში მოყვანილი მარწყვი ყველაზე მოთხოვნადია. მას განსხვავებული არომატი, გემო და ფერი აქვს.
სეზონზე მისი ფასი 4-დან 8 ლარამდე მერყეობს.
ფერმერები ამბობენ, რომ მარწყვი შხამქიმიკატების გარეშე მოჰყავთ, ამიტომ ის ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტია.
ქედაში, სოფელ ნაომალში, მზიური ბერიძემ მარწყვის მოსავლის აღება, რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
ფერმერი ყვება, რომ ხარისხიანი მოსავალი შრომატევად საქმესაც გულისხმობს. ბიზნესის წარმოებაში, მარწყვის მოყვანასა და აღებაში მას ოჯახის წევრებიც ეხმარებიან.
ქედაში მარწყვი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. შესაბამისი კლიმატური პირობების გამო სოფელ ნაომალში 12ივე ოჯახს მარწყვის ბიზნესი აქვს.
მარწყვის მწიფობა 25 დღემდე გრძელდება.
კენკროვანი ხილი ქედაში თითქმის ყველა სოფელში მოჰყავთ. განსაკუთრებით კარგი მოსავალია სოფლებში: პირველი მაისი, გულები და აბუქეთა.