ხვალ ბუნებრივი აირის მიწოდება, შესაძლოა, მოსახლეობასაც შეეზღუდოს

16 მაისი 2018, 00:00 4459 ნახვა

აჭარაში, 17 მაისს გაზის მიწოდება შეიზღუდება.  ''სოკარ ჯორჯია გაზის'' ინფორმაციით, ხვალ, დილით 4 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება მსხვილ ობიექტებს _ სასტუმროებს, გაზგასამართ სადგურებს და ქარხნებს. მიზეზი - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ ცენტრალურ მაგისტრალზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

დავით ლეკიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობასაც შეუწყდეს.  ეს ხვალ 10 საათზე გახდება ცნობილი.

მისი განმარტებით, ჩატარდება სამუშაოები, რათა ცენტრალურ მაგისტრალში დარჩენილი გაზის მოცულობა აბონენტებზე გადანაწილდეს და ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხდეს.

''ყველა ღონისძიებას ვახორციელებთ აჭარაში, რომ მოსახლეობისთვის გაზმომარაგება შევინარჩუნოთ, მაგრამ არაფრისგან დაზღვეულები არ ვართ. მოხდება თუ არა მოსახლეობისთვისაც ბუნებრივი აირის შეზღუდვა, ამის შესახებ ინფორმაცია ხვალ გვეცოდინება. საუბარია 75 000 აბონენტზე'' - ამბობს ლეკიშვილი.

გაზმომარაგების აღდგენა 14 საათიდან დაიწყება.

 იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობასაც შეუწყდა. სამუშაობს ორი დღე დასჭირდება და ის 19 მაისამდე გასტანს. 

''სოჯარ ჯორჯია გაზი'' მოსახლეობას აფრთხილებს უსაფრთხოების ნორმები დაიცვან და გაზის გათიშვის შემთხვევაში, ონკანები ჩაკეტონ.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი