ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა იუბილარია. 20 წლის საიუბილეო თარიღი სკოლამ პრემიერით აღნიშნა.
საათნახევრიანი პროგრამა ორ განყოფილებადაა წარმოდგენილი.
პირველი ნაწილი გლაზუნოვის რაიმონდას ეთმობა, მეორე კი 28 კლასიკური საცეკვაო ნომრისგან შედგება. კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.