22 წლის ბიჭს პოლიცია მესამე დღეა ეძებს

15 მაისი 2018, 00:00 5405 ნახვა

სამართალდამცველები 22 წლის გიგა გოგიტიძეს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, იგი სახლიდან 12 მაისს გავიდა. 

ის სამეთვალყურეო კამერამ ბოლოს ბათუმში, სასტუმრო ,,ლეოგრანდის” მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა. ძმის, გიორგი გოგიტიძის განცხადებით, საგამოძიებო უწყება ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ვიდეო-ჩანაწერებს დღეს დაათვალიერებს.

ოჯახი, 22 წლის ბიჭის აზარტულ და საშიშ ინტერნეტ თამაშებთან კავშირს, კატეგორიულად გამორიცხავს.

სამართალდამცველებმა გიგას პირადი მობილური ტელეფონი და კომპიუტერი დაათვალიერეს, თუმცა გიორგი გოგიტიძის თქმით, საეჭვო ვერაფერი იპოვეს.

გიგა გოგიტიძე ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ცხოვრობს. 

სახლიდან წასვლისას მას ეცვა ლურჯი ფერის სპორტული ქურთუკი, შავი ფერის შარვალი და ფეხსაცმელი. არის საშუალო აღნაგობის, მუქი ფერის თმით. თუ ფლობთ რაიმე ტიპის ინფორმაციას დარეკეთ ნომერზე. 577 08 05 48

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი