შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერის ტრენინგი პედაგოგებისთვის

12 მაისი 2018, 00:00 2175 ნახვა

ფიზიკის თანამდეროვე თემებისა და მოდელების ანალიზი, თანამდეროვე ტექნოლოგიები და თემები კლასიკური ფიზიკის ჩარჩოში - ეს არი ძირითადი თემები, რაზეც ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენინგზე მსჯელობენ.

უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი ირმა მგელაძის მასტერკლასი ფიზიკის სწავლების მეთოდოლოგიას ეხება, როგორ უნდა გახდეს საგანი საინტერესო და რა მნიშვნელობა აქვს სასკოლო პროგრამაში ექსპერიმენტებსა და პრაქტიკულ დავალებებს.

ირმა მგელაძე შვეიცარიაში მოღვაწეობს, სადაც მის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო სასკოლო პროგრამაშია შესული. ტრენინგს აჭარის სხვადასხვა სკოლის მასწავლებელი ესწრება.

ხვალ მასტერკლასი მათემატიკაში ჩატარდება. აჭარის განათლების ფონდის მასწავლებელთა სახლის ორგანიზებით პარალელურად კიდევ სამ საგანში მიმდინარეობს ტრენინგი.  

ამავე კატეგორიაში