გამოიყენა თუ არა საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ და უმაღლესი საბჭოს მოქმედმა დეპუტატმა, საკრებულოს ტრიბუნა ძალადობის წახალისებისთვის? “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ქობულეთის საკრებულოს დეპუტატის ვაჟა შავიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დააანონსა.
მიზეზად ელგუჯა ბაგრატიონი შავიშვილის მიერ 30 აპრილს პარტიის წევრების ცემის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვებას ასახელებს. საუბარია ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის ქაფურის ხეების გადატანისას მომხდარ დაპირისპირებაზე.
დღეს ქობულეთში ადგილობრივი თვითმმართველობის სხდომა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო არამარტო “ნაციონალური მოძრაობის” არამედ “ქართული ოცნების” მხრიდანაც – მმართველი გუნდიდან განხილვას პარლამენტის წევრიც ესწრებოდა.