ბათუმის მერიამ ზღვასთან ახლოს, კორპუსებს შორის ეზოში არსებული მწვანე ზოლი გაყიდა

04 მაისი 2018, 00:00 13807 ნახვა

ბათუმის მერიამ ზღვასთან ახლოს, კორპუსებს შორის ეზოში არსებული მწვანე ზოლი გაყიდა. აუქციონზე ბოლო ფასი 630 ათასი ლარი დაფიქსირდა.

მყიდველი ვალდებულია მხოლოდ 10 მეტრის სიმაღლის საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი ააშენოს, თუმცა ეს ვალდებულება მას 10 წლის შემდეგ ეხსნება.

მიუხედავად ამისა, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს რომ კარგი საქმე გაკეთდა, რადგან ამ ეტაპზე ტერიტორია არა მაღლივი კორპუსის ასაშენებლად, არამედ ორსართულიანი ობიექტის მოსაწყობად გასხვისდა. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი